20 დეკემბერს მაიამიში ჯეიკ პოლსა და ენტონი ჯოშუას საკრივო ბრძოლა გაიმართება.
იუთუბერ-მოკრივე პოლი (12-1, 7 ნოკაუტი) ჯოშუას დაუპირისპირდება (28-4, 24 ნოკაუტი), რომელიც მძიმე წონის ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ოქროს მედალოსანია.
ბრძოლა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ჯეიკ პოლისა და ჯერვონტა დევისის დაპირისპირება ჩაიშალა.
პოლისა და ჯოშუას ბრძოლა საგამოფენო არ იქნება და ორივე მათგანს სტატისტიკაში ჩაეთვლება. დაპირისპირება რვა 3-წუთიანი რაუნდისგან შედგება.
მოკრივეებს შორის პირველი პირისპირ დგომი უკვე შედგა.