VIDEO: კარიმ გორდონს შოუ ჩაუშალა - გოლდენ სტეიტმა დენვერი ოვერტაიმში დაამარცხა
24 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის ლოს ანჯელეს ლეიკერსთან გამარჯვებით დაწყების შემდეგ, გოლდენ სტეიტ უორიორსი დენვერ ნაგეტსს დაუპირისპირდა.
შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ ძირითადი დრო 120-120 დასრულდა, ოვერტაიმში კი გოლდენმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე 137-131 დაამარცხა.
საოცარი პერფორმანსი ჰქონდა აარონ გორდონს, რომელმაც 50 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. დენვერის მოთამაშემ 11-დან 10 სამქულიანი, 10-დან 7 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
თუმცა გორდონის ასეთი თამაშის მიუხედავად, დენვერმა მაინც ვერ მოიგო. გამარჯვებულ გუნდს კი სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 42 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მან 12-დან 6 სამქულიანი, 13-დან 8 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ სტეფ კარი ყველაზე ასაკოვანი გამთამაშებელი (PG) გახდა NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 40+ ქულა ჩააგდო.