VIDEO: კეინის დუბლი და მე-100 გოლი - ბაიერნმა ვერდერი გაანადგურა
26 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში ბაიერნმა ალიანც არენაზე ვერდერი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე ლუის დიასმა გახსნა, 45-ე წუთზე სხვაობა ორამდე ჰარი კეინმა გაზარდა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
65-ე წუთზე ინგლისელმ დუბლი შეასრულა, ლუის დიასმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა. 87-ე წუთზე კი მატჩს წერტილი კონრად ლაიმერმა დაუსვა და საბოლოო ანგარიში (4-0) დააფიქსირა.
ჰარი კეინს მიუნხენურ გუნდში 100 გოლი დაუგროვდა, რისთვისაც მხოლოდ 104 მატჩი დასჭირდა. ეს კი ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთ კლუბში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ინგლისელმა კრიშტიანუ რონალდუსა და ერლინგ ჰალანდის რეკორდი მოხსნა.
ბაიერნის ცხრიანის ანგარიშზე 5 ტურში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და რა თქმა უნდა, ამ შედეგით ბომბარდირთა დავის ლიდერია.
რაც შეეხება ბაიერნს, რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის საწყისი ხუთივე მატჩი მოიგო და 15 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. ვინსენ კომპანის გუნდმა 5 თამაშში 22 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.