პსჟ-ს არხთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ ლუის ენრიკესთან მუშაობაზე ისაუბრა. ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ შეხვდა ესპანელი სპეციალისტი ქართველს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
"ენრიკე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი და ძალიან მიხარია, რომ ის გამწვრთნის." - განაცხადა ხვიჩამ.
მიზნები, შთაბეჭდილება, ენრიკესთან მუშაობა - ხვიჩას პირველი ინტერვიუ პსჟ-ში