VIDEO: მამუს მორიგი გამორჩეული მატჩი - ტორონტომ ინდიანას მოუგო
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რეპტორსი ინდიანა პეისერსს დაუპირისპირდა და 122-104 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს სკოტ ბარნსნმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა, 14 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
პარკეტზე 21:39 წუთი გაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელსაც ასევე გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა.
ქართველმა 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან თამაშში 9-დან 6 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 4-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი, მისი 2 საჯარიმოდან კი ორივე ზუსტი იყო.
ტორონტო რეპტორსი 54 მატჩში მოპოვებული 32 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.