VIDEO: მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე 10-კაციან ევერტონთან წააგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ბოლო მატჩში მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ევერტონი მიიღო.
მე-13 წუთზე სტუმრებმა თავი რთულ ვითარებაში ჩაიგდეს. იდრისა განა გეიემ თანაგუნდელთან მოედანზე გაჩაღებული კონფლიქტის გამო წითელი ბარათი მიიღო და ევერტონი 10 კაცით დარჩა.
თუმცა ამას მერსისაიდელებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ანგარიში გაეხსნათ. 29-ე წუთზე კირნან დიუსბერი-ჰოლმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და სტუმრები წინ გაიყვანა.
შეხვედრის დარჩენილ ნაწილში მანჩესტერმა გოლის გატანა 10-კაციან მეტოქესთან ვერ მოახერხა და მერსისაიდელებმა 3 ქულა მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ოლდ ტრაფორდზე ბოლო 33 სტუმრობოიდან ევერტონმა მეორე მატჩი მოიგო.
მანჩესტერმა კი ოლდ ტრაფორდზე პრემიერ ლიგის პირველი მატჩი წააგო, როცა მეტოქე გუნდი 10 კაცით იყო. აქამდე ასეთი 46 შემთხვევა იყო, საიდანც 36 მასპინძლებმა მოიგეს, 10 კი ფრედ დასრულდა.
ამ მატჩის შემდეგ იუნაიტედსა და ევერტონს თანაბარი რაოდენობის 18-18 ქულა აქვთ და შესაბამისად მე-10 და მე-11 ადგილზე იმყოფებიან, ამდენი ქულა აქვთ ტოტენჰემსა და ლივერპულს, რომლებიც მე-9 და მე-12 პოზიციაზე არიან.