VIDEO: მე-13 გოლი - დავითაშვილმა სენტ-ეტიენს მოაგებინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში სენტ-ეტიენი დიუნკერკს დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან სრული მატჩი ჩაატარა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც 66-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ტროას მოთამაშე ტავფიკ ბენტაიებს ჩამორჩება (16 გოლი).
ამ მოგებით სენტ-ეტიენს 57 ქულა დაუგროვდა და ცხრილის ლიდერ ტროას 1 ქულით ჩამორჩება, სწორედ ეს 2 გუნდები არიან ლიგა 1-ში დაწინაურების მთავარი კანდიდატები.