2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში აინტრახტმა ფრანკფურტში ლევერკუზენი მიიღო.
სტუმრებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ბაიერმა 3 გოლი 7-წუთიან მონაკვეთში გაიტანა.
26-ე წუთზ ანგარიში ნათან ტელამ გახსნა, 29-ე წუთზე სხვაობა ორამდე ნორდი მუკიელემ გაზარდა, 33-ე წუთზე კი პატრიკ შიკმა გამოიჩინა თავი.
37-ე წუთზე უკვე მასპინძლებმაც შეძლეს გოლის გატანა, ერთი ბურთი უგო ეკიტიკემ გაქვითა და პირველი ტაიმი 1-3 დასრულდა.
62-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში (1-4) ალეიშ გარსიამ დააფიქსირა, ლევერკუზენი კი ბუნდესლიგის გასვლით მატჩებში წაუგებელ სერიას (29 მატჩი) აგრძელებს.
ჩაბი ალონსოს გუნდს 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მიუნხენის ბაიერნთან ჩამორჩენა 8 ქულაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები