ბუნდესლიგის მე-3 ტურში ლევერკუზენმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში შედგა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, კასპერ ჰიულმანის დებიუტი - ლევერკუზენმა აინტრახტს უმასპინძლა და 3:1 მოიგო.
59-ე წუთზე მოედნიდან ანდრიხი გააძევეს, 90+2 ზე კი ახალწვეული ეზეკილ ფერნანდესი, თუმცა ამან ფარმაცევტებს გამარჯვების მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა.
გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი მარცხენა მცველი ალექს გრიმალდო გახდა, რომელმაც ამ შეხვედრაში ორი ჯარიმა გაიტანა - პირველით მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, მეორეთი კი 90+8 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საინტერესოა, რომ გრიმალდო გახდა პირველი ფეხბურთელი ბოლო 11 წლის განმავლობაში, რომელმაც ბუნდესლიგის ერთ მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო პირდაპირ საჯარიმო დარტყმით.