მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე ლილს უმასპინძლა. მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ.
პარიზელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. მე-6 წუთზე ანგარიში ბრედლი ბარკოლამ გახსნა, 22-ე წუთზე მარკინიოსმა გაზარდა ორამდე სხვაობა.
28-ე წუთზე უსმან დემბელემ მოახერხა თავისი მე-18 გოლის გატანა ლიგა 1-ში, 37-ე წუთზე კი თავი დეზირე დუემაც გამოიჩინა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
მეორე ტაიმში ლილმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. მე-80 წუთზე ჯონათან დევიდმა გახადა ანგარიში 4-1 და შეხვედრის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 63-ე წუთზე უსმან დემბელეს ნაცვლად ჩაერთო, როცა უკვე მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.
პსჟ 59 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში დამაჯერებლად უდგას, მეორეადგილოსან მარსელთან სხვაობა 13 ქულაა.
6' ბარკოლა 1-0
22' მარკინიოსი 2-0
28' დემბელე 3-0
37' დუე 4-0
80' დევიდი 4-1
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები