NBA-ის პლეი-ინის გადამწყვეტ მატჩში ფინიქს სანსი გოლდენ სტეიტ უორიორსს შეხვდა და 111-96 მოუგო.
გამარჯვებულ გუნდს ჯეილენ გრინმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა მიითვალა, გოლდენ სტეიტიდან კი გამორჩეული ბრენდინ პოძიემსკი იყო 23 ქულითა და 10 მოხსნით.
ამ მოგებით ფინიქს სანსი პლეიოფში გავიდა, სადაც დასავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის ლიდერ ოკლაჰომა სიტი თანდერს დაუპირისპირდება.
პლეიოფი კი გოლდენ სტეიტისა და სტეფ კარის გარეშე ჩატარდება. თავად სტეფმა ფინიქსთან 17 ქულა ჩაიწერა აქტივში.