VIDEO: სპურსმა კლიპერსთან წააგო - სანდრომ 8 ქულა მიითვალა
09 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელეს კლიპერსი სან ანტონიო სპურსს დაუპირისპირდა და 122-117 დაამარცხა.
პარკეტზე 23 წუთი გაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში ნორმან პაუელმა (25 ქულა) ულიდერა, გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ივიცა ზუბაჩსა (24 ქულა, 20 მოხსნა) და ჯეიმს ჰარდენს (21 ქულა, 9 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა).
კლიპერსი 79 მატჩში 47 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, სპურსი კი 32 გამარჯვებით მე-13 პოზიციას იკავებს.