VIDEO: ნიქსი და ტიმბერვულვზი კონფერენციის ფინალს მიუახლოვდნენ
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფში სერიის მე-4 მატჩი შედგა ნიუ იორკ ნიქსსა და ბოსტონ სელტიკსს შორის, რომელიც ნიქსის გამარჯვებით 121-113 დასრულდა.
ნიუ იორკელებმა ამ მოგებით სერიაში ანგარიში 3-1 გახადეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.
თამაშში გამორჩეულები ჯეისონ ტეიტუმი (42 ქულა, 8 მოხსნა) და ჯეილენ ბრანსონი (39 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა) იყვნენ.
გუნდებს შორის მე-5 მატჩი 15 მაისს გაიმართება და ნიქსი სერიის დახურვას შეეცდება.
3-1 გახდა ანგარიში მინესოტა ტიმბერვულვზსა და გოლდენ სტეიტ უორიორსს შორისაც. მინესოტამ მე-4 შეხვედრაში 110-117 იმარჯვა და სერიის დასრულებასთან ერთ ნაბიჯშია.
გამარჯვებულ გუნდს ჯულიუს რენდლმა (31 ქულა) და ენტონი ედვარდსმა (30 ქულა) ულიდერეს.
ამ სერიის მე-5 შეხვედრაც 15 მაისს გაიმართება და შესაძლოა დასავლეთ კონფერენციის პირველი ფინალისტიც გავიგოთ.