VIDEO: უბერებელი სტეფი - გოლდენ სტეიტმა კლიპერსი დაამარცხა
24 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეი-ინში ლოს ანჯელეს კლიპერსი გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 121-126 დამარცხდა.
მატჩის გმირი 38 წლის სტეფ კარი გახდა, რომელმაც 35 ქულა მიითვალა და გადამწყვეტი სამქულიანიც ჩააგდო. საბოლოო ჯამში სტეფის 12 სამქულიანიდან 7 ზუსტი იყო.
გოლდენ სტეიტი პლეი-ინის მომდევნო ეტაპზე ფინიქს სანსს დაუპირისპირდება, რომელიც პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან დამარცხდა, თუმცა პლეიოფში მოხვედრის შანსი კვლავ ეძლევა.