WTA სეზონის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული ამერიკელი კოკო გაუფი გახდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში 20 წლის ჩოგბურთელმა ჩინელი ქინვენ ჟენგი სამ სეტში, 3:6 6:4 7:6 (2) დაამარცხა და მარია შარაპოვას (2004) შემდეგ შემაჯამებელი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.
გადამწყვეტი შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ რიადის კორტებზე 3 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა.
ნახევარფინალში გაუფმა ბელარუს არინა საბალენკას მოუგო ორ სეტში, ჟენგმა კი ასევე სეტწაუგებლად სახლში გაუშვა ჩეხი ბარბატა კრეიჩიკოვა.