გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც ლევანტეს დაემშვიდობა.
"დღეს ვემშვიდობები ლევანტეს. კლუბს, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა." - წერს ქართველი ნახევარმცველი.
ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის სპორტინგში გააგრძელებს, რომელიც გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონი გახდა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
გიორგი ლევანტეს წევრი 2020 წლიდან იყო, გასულ სეზონში ვალენსიურმა გუნდმა ქართველთან ერთად ლა ლიგის საგზური მოიპოვა.