ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არსენალის ექს-ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა, ერლინგ ჰალანდის სირთულეებზე ისაუბრა.
მან სიტის ფორვარდმა რეალთან 1/4 ფინალში ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა და დამატებით დროში პეპ გვარდიოლამ მის ნაცვლად ხულიან ალვარესი გამოიყვანა.
„ახლა გუნდი მან სიტის და ჰალანდის ხიფათს უფრო მარტივად აჩერებენ. ისინი ხვდებიან, რომ უბრალოდ ცოტა ღრმად უნდა დაიცვან თავი და საკუთარ საჯარიმოსთან რჩებიან.
პრემიერ ლიგაში მხოლოდ რამდენიმე ტოპ მწვრთნელი მუშაობს და მათ მოიფიქრეს, როგორ გააჩერონ ერლინგი.
გასულ სეზონში ჰალანდი მცველების ზურგს უკან შერბოდა, ერთი ერთზე გადიოდა. ახლა მცველები ხვდებიან, რამდენად სწრაფია და უბრალოდ სივრცეებს უზღუდავენ. თუ ერლინგს სივრცე ეძლევა, შანსს იყენებს, მაგრამ ახლა სხვა ვარიანტების ძიება უწევს.
მას ფენომენალური შედეგიანობა აქვს, მაგრამ რეალთან მატჩში თამაშიდან პრაქტიკულად გამოთიშული იყო. შეიძლება ითქვას, რომ მადრიდელებმა თავიანთი საქმე 10-დან 10 ქულაზე შეასრულეს.
ანტონიო რუდიგერმა ჰალანდი ჩაკეტა, მას ორივე თამაშში ის ჯიბეში ეჯდა, ისევე, როგორც სალიბას და გაბრიელს არსენალთან ემირეითსზე გამართულ მატჩში." - აღნიშნა მერსონმა.
კომენტარები
4 დღის წინ
4 დღის წინ
4 საათის წინ