მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაიამიში მიმდინარე მასტერსი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქალთა 1/4 ფინალურ მატჩში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა.
19 წლის ფილიპინელმა, ალექსანდრა ეალამ, რომელიც WTA რეიტინგის 140-ე ჩოგანია, რეიტინგის მეორეადგილოსან იგა შვიონტეკს 2 სეტში (6-2, 7-5) მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა.
ფილიპინელი თინეიჯერი 1/2 ფინალში ამერიკელ ჯესიკა პეგულას შეხვდება, მეორე 1/2 ფინალურ წყვილში კი ერთმანეთს არინა საბალენკა და ჟასმინ პაოლინი დაუპირისპირდებიან.
მატჩები 27 და 28 მარტს გაიმართება, ტურნირი კი 30 მარტს დასრულდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები