ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსზე პირველივე მატჩში დამარცხდა.
სერბი ლეგენდის მეტოქე იტალიელი მატეო არნალდი იყო, რომელიც რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს.
შეხვედრა 1 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა და იტალიელის სენსაციური გამარჯვებით, 6:3 6:4 დასრულდა.
ბოლო 4 ტურნირიდან 3-ში ნოვაკი პირველივე მატჩში დამარცხდა, მაიამის მასტერსზე კი ფინალამდე მივიდა, სადაც ასევე მარცხი იგემა.
უკანასკნელი ტიტული ჯოკოვიჩს 2024 წლის ზაფხულში აქვს მოგებული, როცა პარიზის კორტებზე მან ოლიმპიადა მოიგო.