-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას რიგით 23-ე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. დღევანდელ ბლოგში იმ ფეხბურთელებს გამოვარჩევთ, რომელბიც მუნდიალს სხვადარსხვა მიზეზის გამო დააკლდებიან - იქნება ეს მათი ნაკრების მიერ მსოფლიოს თასის საგზურის ვერ მოპოვება, ტრავმა თუ 26-კაციან განაცხადში ვერ მოხვედრა. ათეულში გათვალისწინებული იქნება როგორც ფეხბურთელის ფორმა, ასევე სტატუსი.
სანამ საუკეთესო ათეულზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ მუნდიალს სხვადასხვა მიზეზით გამოტოვებენ ჰუგო ეკიტიკე, როდრიგო, ესტევაო, ხავი სიმონსი, მილიტაო, ბენიამინ შეშკო, ადემოლა ლუკმენი და იან ობლაკი.
10. ჟოაო პედრო
პრემიერ ლიგაში გატანილი 15 გოლისა და 5 საგოლე პასის მიუხედავად, კარლო ანჩელოტის სიაში ჟოაო პედროსთვის ადგილი ვერ გამოინახა. ბრაზილიელის ადგილი სელესაოში ნეიმარმა დაიკავა.
9. ფერმინ ლოპესი
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი ამერიკაში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრება. მიმდინარე სეზონში ფერმინზე მეტ გოლში მონაწილეობა ტოპ 5 ლიგის არცერთ ნახევარმცველს მიუღია - ესპანელის ანგარიშზე 13 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.
8. პაოლო დიბალა
მსოფლიო ჩემპიონი ლიონელ სკალონის გეგმებში აღარ შედის - დიბალა ალბისელესტეს გაფართოებულ სიაშიც ვერ მოხვდა.
7. დანი კარვახალი
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანი კარვახალი ფურია როხას ერთ-ერთი ლიდერი იყო, მადრიდის რეალის კაპიტანი დე ლა ფუენტეს გაფართოებულ სიაშიც ვერ მოხვდა.
6. სერჟ გნაბრი
59 მატჩი - 26 გოლი და 11 საგოლე გადაცემა - ასეთია ნაგელსმანის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის სტატისტიკა ეროვნულ გუნდში. ისევე როგრც ევრო 2024-ს სერჟ გნაბრი 2026 წლის მსოფლიო თასსაც ტრავმის გამო გამოტოვებს.
5. დომინიკ სობოსლაი
ლივერპულის ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს მუნდიალის გზაზე ტროი პაროტი გადაეღობა. უნგრეთმა გადამწყვეტი მატჩი შინ ირლანდიასთან დათმო და ფლეიოფის საგზური დაკარგა.
4. ვიქტორ ოსიმენი
2026 წლი მუნდიალი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის გარეშე ჩაივლის. ნიგერიამ ზედიზემ მეორე მსოფიო თასზე ვერ მოახერხა გასვლა.
3. ჯანლუიჯი დონარუმა
ევრო 2020-ის საუკეთსო ფეხბურთელსა და 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო მეკარეს მსოფლიო თასზე არასოდეს უთამაშია, გამონაკლისი არც 2026 წლის მუნდიალია. ჯანლუიჯი დონარუმა თავის შანს 2030 წელს დაელოდება.
2. რობერტ ლევანდოვსკი
ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ, ლევანდოვსკიმ და კომპანიამ ამერიკის საგზური ვეღარ მოიპოვეს - პოლონეთი პლეი-ოფის ფინალში შვედეთთან დამარცხდა. თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის ბოლო ცეკვა არ შედგა.
1. ხვიჩა კვარაცხელია
სულ რაღაც ერთი თვე გვათხოვეთ ხვიჩა
იხუმრა პოდკასტში ლეგენდარულმა ინგლისელმა გარი ლინეკერმა. მართლაც ძნელად თუ მოიძებნება ისეთი გუნდი მუნდიალზე სადაც ქართველ ვინგერს გაუჭირდებოდა მოხვედრა. მთელი მსოფლიო ერთხმად თანხმდება, რომ ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის მუნდიალზე არ ყოფნა მართლაც რომ ძალიან დასანანი ამბავია.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები