• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
10 ვარსკვლავი, რომელთაც მუნდიალზე არ გაუტანიათ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

10 ვარსკვლავი, რომელთაც მუნდიალზე არ გაუტანიათ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაც კი რომ უკვე დიდი ისტორიაა, ყველამ ვიცით.


ბევრი ფეხბურთელი თუ მუნდიალზე თამაშს ნატრობს, ბევრ ვარსკვლავს არაერთი მონაწილეობის მიუხედავად ტურნირი უგოლოდ დაუტოვებია.


გთავაზობთ 10 გამორჩეულ მოთამაშეს, რომლებმაც მუნდიალზე გოლის გატანა ვერ შეძლეს.


10 დიდი ფეხბურთელი, რომელთაც მუნდიალზე არ უთამაშიათ


სტენლი მეთიუზი – ყველაზე პრესტიჟული პირადი საფეხბურთო ჯილდოს პირველი მფლობელი, ინგლისელი ლეგენდა სერ სტენლი მეთიუზი, ნაკრებთან ერთად ორ მსოფლიო პირველობაზე იმყოფებოდა.


1950 წელს ურუგვაიში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია, ოთხი წლის შემდეგ შვეიცარიაში კი ორი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო.


მარკო ვან ბასტენი – იმ მოკლე დროში, როდესაც ჰოლანდიელი ცენტრფორვარდი ბრწყინავდა, ეროვნულ გუნდთან ერთად მხოლოდ ერთ მუნდიალზე მოუწია ასპარეზობა.


1990 წელს იტალიაში ნიდერლანდების ნაკრები საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა, „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელის ანგარიშზე კი მერვედფინალში, მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან მოპოვებული თერთმეტმეტრიანია, რომელიც პრესტიჟის გოლად რონალდ კუმანმა აქცია.


პოლ გასკოინი – გიჟმაჟ ინგლისელ შემტევს გამორჩეული მუნდიალი ჰქონდა 1990 წელს, თუმცა შეუცვლელად ნათამაშებ ექვს შეხვედრაში გოლი მაინც ვერ გაიტანა.


ისიც უნდა ვთქვათ, რომ არავინ იცის, შეძლებდა თუ არა იგი მუნდიალზე თავის გამოჩენას, 1998 წელს გლენ ჰოდლს საფრანგეთში რომ ეახლა.


თომას ჰესლერი – ტანმორჩილი მარჯვენაფლანგელი 90-იანი წლების გერმანიის ეროვნული გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.


სამ მსოფლიო პირველობაზეც ითამაშა, საგოლე პასებიც უხვად არიგა და ჩემპიონობაც იზეიმა, თუმცა დიდ სანაკრებო ტურნირებზე თავის გამოჩენა, ვან ბასტენისა და გასკოინის მსგავსად, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე შეძლო.


ხუან სებასტიან ვერონი – შესაძლოა, არგენტინელი გამთამაშებელი გატანილი გოლების უხვი რაოდენობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ლამაზი შორეული გასროლა თუ ტექნიკური შესრულება მის კარიერაში არაერთხელ გვინახავს.


„ლა ბრუხიტამ“ ჰესლერივით ასევე სამ მუნდიალზე (1998, 2002, 2010) ითამაშა და საგოლე გადაცემებიც მიიწერა აქტივში, თუმცა დიდ საფეხბურთო ფორუმს საბოლოოდ უგოლოდ გაეყარა.


ლუიშ ფიგუ – თავისი თაობის გამორჩეულმა ვარსკვლავმა ორ ჩემპიონატზე (2002, 2006) გამართულ 10 შეხვედრაში იასპარეზა, მაგრამ „ოქროს ბურთის“ ამ მფლობელმაც ვერ შეძლო გოლის გატანა.


პაველ ნედვედი – ჩეხი პლეიმეიკერი მხოლოდ ერთხელ იყო მსოფლიო პირველობის მონაწილე, 2006 წელს გერმანიაში, თუმცა შესანიშნავ ფორმაში ყოფნის მიუხედავად, თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.


ზლატან იბრაჰიმოვიჩი – ქარიზმატული სუპერფორვარდის სუპერგოლების გარეშე თუკი ევროები წარმოუდგენელი იყო, მსოფლიო ჩემპიონატებზე (2002, 2006) გოლის გატანა მანაც ვერ მოახერხა.


ფრენკ ლამპარდი – გოლების მოყვარული ინგლისელი შუახაზელი სამ მუნდიალზე (2006, 2010, 2014) იმყოფებოდა ნაკრებთან ერთად და უნდა ითქვას, გატანაც შეძლო, თუმცა გერმანიის კარში აშკარად გასული მისი დარტყმული ბურთის არჩათვლა, დღემდე მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არასამართლიანი და უცნაური გადაწყვეტილებაა.


სერხიო რამოსი – ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ნაყოფიერმა მეგოლე მცველმა ოთხ მუნდიალზე ითამაშა და ჩემპიონობაც დააჭაშნიკა, თუმცა მეტოქეთა კარს გასაღები ვერასოდეს მოუძებნა, არადა ამის შანსები სწორედ ესპანელთა ტრიუმფის წელს, 2010 წელს ჰქონდა.

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

იბრაჰიმოვიჩი
ლამპარდი
ლუიშ ფიგუ
მარკო ვან ბასტენი
სერხიო რამოსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„აქ მოსატყუებლად არ მოვსულვარ!“ - რამოსი სევილიას ჩაშლილ გარიგებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„აქ მოსატყუებლად არ მოვსულვარ!“ - რამოსი სევილიას ჩაშლილ გარიგებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

6-საათიანი საიდუმლო შეხვედრა მილანში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

6-საათიანი საიდუმლო შეხვედრა მილანში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩვენ დავბრუნდებით" - სერხიო რამოსი თოფურიას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ჩვენ დავბრუნდებით" - სერხიო რამოსი თოფურიას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი რონალდუს განცხადებას გამოეხმაურა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

იბრაჰიმოვიჩი რონალდუს განცხადებას გამოეხმაურა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

02 ივნ, 2026

„აქ მოსატყუებლად არ მოვსულვარ!“ - რამოსი სევილიას ჩაშლილ გარიგებაზე

News image

04 ივნ, 2026

6-საათიანი საიდუმლო შეხვედრა მილანში

News image

16 ივნ, 2026

,,ჩვენ დავბრუნდებით" - სერხიო რამოსი თოფურიას

News image

24 ივნ, 2026

იბრაჰიმოვიჩი რონალდუს განცხადებას გამოეხმაურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება