საქართველოს ეროვნული საკალთბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს - უკრაინასთან თბილისში ითამაშებს, ხოლო ესპანეთთან ტენერიფეში.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა უკრაინასთან შეხვედრისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:
რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი.
მაზიაშვილი, ტურძილაძე, ხატიაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ძირითად ნაკრებში დაბრუნდნენ – დანარჩენი ყველა ეროვნულ ნაკრებში გასულ ევრობასკეტზე იყვნენ. 17 წლის მათე ხატიაშვილმა ნაკრებში ერთადერთხელ, ევრობასკეტ 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩი, სერბეთთან ითამაშა.
ნაკრებში ბოლო საშინაო მატჩს ჩაატარებს გიორგი შერმადინი, რომელიც ეროვნული გუნდის მაისურით 2006 წლიდან თამაშობს და 19-წლიან კარიერას ასრულებს.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებთა მატჩი 27 ნოემბერს, 20:50 საათიდან დაიწყება. ჩვენი გუნდი ესპანეთთან 30 ნოემბერს ითამაშებს.