VIDEO: ბომბარდირმა ისევ შეაგდო - კოლხეთი უმაღლესიდან გავარდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, ქუთაისის ტორპედომ აუტსაიდერ ფოთის კოლხეთს რამაზ შენგელიაზე 4:0 მოუგო.
მატჩში 3 საგოლე მოქმედება ჰქონდა ვლადიმერ მამუჩაშვილს - 1 გოლი და 2 ასისტი, დანარჩენი 3 გოლი კი ალეკო ბასილაძის, კომნენ ანდრიჩისა და ბიორნ იონსენის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ მამუჩაშვილმა წლევანდელ სეზონში მე-16 მატჩი ჩაატარა და 7 ასისტი მოაგროვა, რითაც ასისტების ლიდერ გიზი მამაგეიშვილს (8 საგოლე პასი) მიუახლოვდა - ასევე 7 საგოლე გადაცემა აქვს გორის დილას ფრანგ ლეგიონერ ჟან-მარკ ტიბუეს.
ჩემპიონატის მთავარმა ბომბარდირმა იონსენმა სეზონში მე-19 გოლი მიითვალა და კონკურენტ გიორგი ფანცულაიას 3 გოლით გაუსწრო. ნორვეგიელს ბოლო 3 ტურში 7 გოლი აქვს - დინამო ბათუმთან 4 შეაგდო, სამგურალთან დუბლი შეასრულა, ხოლო ფოთელებთან 1 გოლს დასჯერდა.
რაც შეეხება კოლხეთს, ეროვნული ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ცნობილი გახდა, რომ გუნდი პლეი-აუტის ზონაში შესვლასაც ვეღარ შეძლებს და მომდევნო სეზონს რანგით მე-2 დივიზიონში გაატარებს.
ტორპედო მომდევნო ტურში დინამო არენაზე ჩადის და მთავარ ისტორიულ მეტოქეს ხვდება, ბოლო ტურში კი საგარეჯოს გარეჯს რამაზ შენგელიაზე მიიღებენ.