კვირას, 17 მაისს ბუნდესლიგა II-ს ბოლო ტურის მატჩში, ელვერსბერგმა შინ მიუნსტერი დაამარცხა და ოფიციალურად მოიპოვა ბუნდესლიგის საგზური. ელვერსბერგი გახდა ყველაზე პატარა დასახლების გუნდი, რომელიც გერმანიის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.
შპიზენ-ელვერსბერგი მუნიციპალური ერთეულია გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, ზაარლანდში. ფრანგული კულტურის გავლენის მქონე დასახლება ორი ისტორიული ნაწილის - შპიზენისა და ელვერსბერგის გაერთიანებთ შეიქმნა. ზარლანდიის ტყიანი და ბორცვიანი დასახლება 11,42 კვადრატულ კოლომეტრს მოიცავს და 2024 წლის მონაცემებით 13 080 მოსახლეს იტევს.

შპიზენ-ელვერსბერგში მდებარეობს ვალდშტადიონ ან დერ კაიზერლინდე - არენა, რომელიც 9 300 მაყურებელს იტევს და სატბილურად ივსბეა. ამის მთავარი მიზეზი არის გუნდი, რომელზეც დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით - სპორტული გაერთიანება 07 ელვერსბერგი.
კლუბი 1907 წელს FC Germania Elversberg-ის სახელით დაარსდა და 1914 წელს დაიშალა, ხოლო 1918 წელს Sportvereinigung VfB Elversberg-ის სახელით ხელახლა ჩამოყალიბდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში არაერთი სპორტული გაერთიანება შეიქმნა, 1952 წელს ერთ-ერთ ასეთ გაერთიანებას გამოყოფილმა ელვერსბერგმა დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება. 50-იან წლებში კლუბი Amateurliga Saarland-ში ასპარეზობობს შემდეგ, ჯერ მეოთხე, ხოლო შემდეგ მეხუთე დივიზიონში დაქვეითდა. 1980 წელს ელვერსბერგი კვლავ მესამე ლიგაში დაბრუნდა, სადაც შვიდი სეზონი გაატარა.
1998 წლიდან კლუბი გერმანიის რანგით მესამე ლიგის ცხრილის ქვედა ნახევრის გუნდს წარმოადგენდა, 2008 წელს კი საერთოდ მეოთხე ლიგაში დაქვეითდა. რეგიონლიგაში ერთ სეზონიანი გაბრწყინების შემდეგ ელვერსბერგი კვლავ მესამე ლიგას დაუბრუნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი სეზონით - ზაარლანდელებმა შემდეგი რვა სეზონი კვლავ მეოთხე ლიგაში გაატარეს.

2018 წელს ელვერსბერგს სათავეში ჰორსტ სტეფენი ჩაუდგა, სწორედ აქედან იწყება ზაარლანდელების აღმასვლა. ოთხი სეზონი, მეოთხე, მესამე, მეორე და პირველი ადგილი - ბუნდესლიგა III-ში გადასვლა და პირველივე სეზონში მოგება. 2023 წელს ელვერსბერგი მეორე ბუნდესლიგაში გადავიდა - პირველი სეზონი რთული აღმოჩნდა, მეთერთმეტე ადგილი. მეორე სეზონში სტეფენს ძალიან ცოტა დააკლდა - ელვერსბერგმა გასავარდნ/გადასასვლელი პლეი-ოფი ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმთან წააგო.
ელვერსბერგი ვერ მაგრამ ბუნდესლიგაში ჰორსტ სტეფენი დაწინაურდა - გერმანელმა ვერდერის ბრემენი ჩაიბარა. ზაარლანდური კლუბი ახალგაზრდა სპეციალისტმა, ვინსენტ ვაგნერმა ჩაიბარა. ელვერსბერგმა სეზონის უდიდესი ნაწილი ცხრილის ზედა ნაწილში გაატარა - ვეგნრის გუნდი ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში ოფიციალურად ინაღდებდა მეორე ადგილს, რაც გერმანიის უმაღლესი ლიგის საგზურს იძლევა.

ზაარლანდელებამა ვალდშტადიონზე შეკრებელი 10 000-მდე გულშემატკივარი არ დააღალატეს - ელვერსბერგმა მიუნსტერს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ასე დაწერა შპიზენ-ელვერსბერგმა ისტორია - 13-ათასიანმა დასახლებამ, რომელიც ორ კვირაში ერთხელ 10-ათასიან არენას ავსებს.