ეკო გორგოძე მისთვის წლის პირველ ტურნირზე, ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში, წარმატებით თამაშობს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა გათამაშება საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და იქ 2 წრე გაიარა, მთავარ ეტაპზე კი ჯერ მსოფლიოს 203-ე ჩოგან ამერიკელ ელინა კალიევას (6:2; 6:7; 7:6) აჯობა, დღეს კი ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილ იაპონელ მოიუკა უჩიამას დამაჯერებლად მოუგო.
გორგოძემ, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 176-ე ადგილზეა, 89-ე პოზიციაზე მყოფ მეტოქეს შეხვედრა 6:4; 6:1-ით დაუსრულა და 1/4 ფინალში თამაშის უფლება მიიღო.
1/4 ფინალში მისი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი იაპონელი, ჰიმენო საკაცუმე იქნება (მსოფლიოს 151-ე ჩოგანი), რომელმაც ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ მაიარ შერიფს 3 სეტში აჯობა.