• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
15 ქვეყანა, რომლისთვისაც მესის არასდროს გაუტანია
ფეხბურთიფეხბურთი

15 ქვეყანა, რომლისთვისაც მესის არასდროს გაუტანია

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

205 მატჩში გატანილი 125 გოლით, ძალიან ცოტა ქვეყანამ შეძლო ლიონელ მესის შეჩერება. ამ დროისთვის 15 ნაკრები არსებობს, რომლის წინააღმდეგაც ლეგენდამ გოლის გატანა ჯერ ვერ შეძლო.


უნგრეთი


მესის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2005 წელს უნგრეთის წინააღმდეგ დასამახსოვრებელი იყო, თუმცა არასასურველი მიზეზების გამო. მოედანზე შესვლიდან სულ რაღაც 30 წამში ის გააძევეს, მას შემდეგ კი ამ ნაკრებისთვის გოლი არ გაუტანია.


კატარი


კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მესი კატარს ორჯერ დაუპირისპირდა. ის იყო გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.


ნორვეგია


მესიმ ნორვეგიასთან გოლის გატანა ვერ შეძლო და რაც მთავარია, ამ გუნდთან არასდროს მოუგია.


სამხრეთ კორეა


არგენტინა და სამხრეთ კორეა ერთმანეთს ისტორიაში სამჯერ დაუპირისპირდნენ. მესიმ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 90 წუთი ითამაშა 4:1 მოგებულ მატჩში, თუმცა გოლი თავად არ გაუტანია.


საბერძნეთი


ამ გუნდების დაპირისპირებები 1994 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე შედგა. 2010 წელს მესი კაპიტანი იყო, თუმცა მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.


ირლანდიის რესპუბლიკა


21-ე საუკუნეში ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ. მესიმ ითამაშა, მაგრამ გამარჯვების გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა.


კოსტა-რიკა


მიუხედავად გეოგრაფიული სიახლოვისა, ეს ნაკრებები იშვიათად ხვდებიან. მესიმ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთ მატჩში (2011 წლის კოპა ამერიკა), სადაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ თავად არ გაუტანია.


შვედეთი


მესის ერთადერთი მატჩი შვედეთის წინააღმდეგ 2013 წელს გაიმართა. არგენტინამ მესის გოლის გარეშე 3:2 გაიმარჯვა.


ტრინიდადი და ტობაგო


2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ამხანაგურ მატჩში არგენტინამ ადვილად გაიმარჯვა. მესიმ საგოლე გადაცემა მიითვალა, მაგრამ გოლი ვერა.


ბელგია


21-ე საუკუნეში ეს გუნდები ერთხელ შეხვდნენ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინამ 1:0 მოიგო გონსალო იგუაინის გოლით.


რუსეთი


2017 წლის ნოემბერში მოსკოვში გამართულ მატჩში მესიმ კაპიტნის რანგში ითამაშა. ერთადერთი გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა.


ისლანდია


2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა და მატჩი ფრედ დასრულდა. ასევე მონაწილეობდა 2026 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც მხოლოდ საგოლე გადაცემით შემოიფარგლა.


პოლონეთი


2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინამ 2:0 გაიმარჯვა (გოლები ალექსის მაკ ალისტერმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს).


პუერტო-რიკო


2025 წლის ნოემბერში არგენტინამ 6:0 გაიმარჯვა. მესიმ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.


მავრიტანია


2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე არგენტინამ 2:1 გაიმარჯვა. მესიმ მხოლოდ 45 წუთი ითამაშა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

მესი
argentina

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მუნდიალი 2026: ოთხეული, შანსები და იმედები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალი 2026: ოთხეული, შანსები და იმედები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მესი ინგლისისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მესი ინგლისისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

არგენტინამ ინგლისთან მატჩის წინ ფორმა შეცვალა - მარადონას წყევლის გაცოცხლება?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

არგენტინამ ინგლისთან მატჩის წინ ფორმა შეცვალა - მარადონას წყევლის გაცოცხლება?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისი vs არგენტინა - ვინ იქნება მსაჯი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისი vs არგენტინა - ვინ იქნება მსაჯი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

13 ივლ, 2026

მუნდიალი 2026: ოთხეული, შანსები და იმედები

News image

23 სთ წინ

მესი ინგლისისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს?

News image

23 სთ წინ

არგენტინამ ინგლისთან მატჩის წინ ფორმა შეცვალა - მარადონას წყევლის გაცოცხლება?

News image

11 წთ წინ

ინგლისი vs არგენტინა - ვინ იქნება მსაჯი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება