ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი, გარი პალისტერი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი ახლა უფრო „მოკვდავია“, ვიდრე ადრე და თომას ტუხელის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულის ტიტულის ჩამორთმევა შეუძლია.
ოთხშაბათს, ნახევარფინალში, ინგლისი არგენტინას დაუპირისპირდება და მთავარი კითხვა ისევ მესის შეჩერებას ეხება.
39 წლის ასაკშიც კი, 8 ოქროს ბურთის მფლობელი მესი მუნდიალზე 8 გოლით ბრწყინავს და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიუხედავად ამისა, პალისტერი თვლის, რომ მისი შიში საჭირო არ არის:
მესი აღარ არის ის, ვინც 10 წლის წინ იყო. ის კვლავ საოცარი ტექნიკოსია, მაგრამ გუნდებში ძველებურად ვეღარ დასეირნობს. ვფიქრობ, ინგლისს იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე არგენტინას
მატჩი ატლანტაში, დახურულ სტადიონზე გაიმართება, რაც ინგლისელებს ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ საშინელი სიცხისგან დაასვენებს. ტუხელის გუნდს ჰარი კეინისა და ჯუდ ბელინგემის იმედი აქვს, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი შეხვდებიან.