ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 15 წლის უკრაინელი, ანასტასია ჰნატიშინი გახდა.
ჰნატიშინმა 11 ტურში 9 ქულა მოაგროვა და კონკურენტებს 0.5 ქულით აჯობა - საბრინა ვეგა გუტიერესს (ესპანეთი), ოლგა ბადელკასა (ავსტრია) და ნურგიულ სალიმოვას (ბულგარეთი) 8.5-8.5 ქულა ჰქონდათ.
თინეიჯერმა უკრაინელმა, ევროპის ჩემპიონატის მოგებით, ქალი დიდოსტატის წოდებაც მიიღო და, ასევე, მსოფლიო თასზე კვალიფიცირდა.
ჭადრაკი - მერი არაბიძემ მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა