UFC-ის დიდების დარბაზის წევრმა, რონდა რაუზიმ, ნეტფლიქსის პირველ MMA შოუზე გრანდიოზული დაბრუნება მოაწყო.
მან ჯინა კარანოს 17 წამში, საფირმო მტკივნეული ილეთით სძლია, რითაც ყოველ წამში მინიმუმ 129,000 დოლარი გამოიმუშავა. ბრძოლის დასრულებისთანავე რაუზიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას საბოლოოდ ასრულებს, რათა მთელი ყურადღება ოჯახს დაუთმოს.
კალიფორნიის ათლეტურმა კომისიამ ტურნირის ოფიციალური, მინიმალური გარანტირებული ჰონორარები გაასაჯაროვა, სადაც რაუზი 2.2 მილიონი დოლარით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი გახდა. რეალურად, მისი ბონუსები ამ თანხას საგრძნობლად აჭარბებს. ტურნირის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, ფრენსის ნგანუმ, ფილიპე ლინსის პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დამარცხებისთვის 1.5 მილიონი დოლარი ჩაიჯიბა, ხოლო ჯინა კარანომ, ისე რომ მეტოქისთვის ერთი დარტყმის მიყენებაც ვერ მოასწრო, 1.05 მილიონი მიიღო.
აი, საღამოს 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლის სია ოფიციალური მონაცემებით:
რონდა რაუზი - 2.2 მილიონი$
ფრენსის ნგანუ - 1.5 მილიონი$
ჯინა კარანო - 1.05 მილიონი$
ნეიტ დიაზი - 500,000$
მაიკ პერი - 400,000$