კონორ მაკგრეგორმა ოფიციალური დაბრუნების დადასტურების შემდეგ დუმილი დაარღვია.
ყოფილ ორმაგ ჩემპიონს 2021 წლის ივლისის შემდეგ, მას მერე რაც დასტინ პუარიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა, ოქტაგონზე აღარ უჩხუბია. დეინა უაითმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ირლანდიელი ვარსკვლავი 11 ივლისს, ტურნირ UFC 329-ზე, მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ რევანშს გამართავს.
2013 წელს, როდესაც ეს მებრძოლები პირველად შეხვდნენ, მაკგრეგორმა ჰოლოუეი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დროს მუხლის მყესები გაიწყვიტა. 13 წლის შემდეგ, კონორმა სოციალურ ქსელ X-ში პირველი ბრძოლის ფოტო გამოაქვეყნა და მკაცრი მესიჯი დატოვა:
„თქვენ ჩემს დედამ@#$%ულ სახელს პატივს მიაგებთ.“
მოგვიანებით, ერთ-ერთმა გვერდმა დაწერა, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ ჰოლოვეისნაირ დამრტყმელთან ჩხუბი მაკგრეგორისთვის უდიდესი რისკია და სახიფათო გამოწვევა იქნება, რაზეც კონორმა უბრალოდ ირონიულად უპასუხა: „LMAO“, რითაც მიანიშნა, რომ მეტოქეს სერიოზულ საფრთხედ არ მიიჩნევს.
მაქს ჰოლოუეიმ ირლანდიელს იმავე სოციალურ ქსელში უპასუხა და პირველი მატჩიდან ის ვიდეო გააზიარა, სადაც კონორს თავში ფეხი ჩაარტყა:
„არა, დიდო ძაღლო, შენ მოგიწევს ჩემს სახელს პატივი სცე. ჩვენ ამას შაბათ საღამოს გავიგებთ.“
ამაზე მაკგრეგორმა მოკლედ მიწერა: „მე შენგან შვილს გამოვიყვან, ბავშვო. კიდევ ერთხელ.“ მებრძოლებს შორის ვირტუალური ომი უკვე დაწყებულია, რაც ივლისის ქარდს კიდევ უფრო ცხელს ხდის.