პოლონეთში მიმდინარე სირენკას თასზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ მეორე შეხვედრა ჩაატარა და დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, 2:3 დამარცხდა.
პირველ ტურში გიორგი ჩიტაურის გუნდმა ირლანდიასთან 2:2 ითამაშა და პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვა.
ჩეხებთან მატჩში სამტრედიის ნახევარმცველმა, ერეკლე კაკულიამ, დუბლი შეასრულა (34-ე და 65-ე წუთებზე) და საქართველოს ნაკრები დიდი ხნის განმავლობაში იგებდა, თუმცა მეტოქემ ძირითადი დროის მიწურულს (90-ე და 90+3 წუთებზე) ორი გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება შეძლო.
საქართველოს 17-წლამდელები ტურნირის ფარგლებში მომდევნო მატჩს 30 სექტემბერს, მასპინძელ პოლონეთთან გამართავენ.
აღნიშნული მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი პერიოდია, სადაც ჩვენი ნაკრები ყაზახეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება, ხოლო შესარჩევ რაუნდს საქართველო 11-17 ნოემბერს უმასპინძლებს.