საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, ლუკა გუგეშაშვილს, თურქულ გიოზტეპეში დაბრუნების შანსი აღარ ექნება.
თურქული მედიის ინფორმაციით, იზმირულმა კლუბმა ქართველ გოლკიპერს გულშემატკივრებთან მომხდარი მწვავე დაპირისპირება არ აპატია.
სკანდალი გაზიანტეპთან მარცხის შემდეგ დაიწყო, როდესაც გუგეშაშვილსა და ადგილობრივ ფანებს შორის კონფლიქტი სოციალურ ქსელში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეკარე შემადგენლობას დროებით, დისციპლინარული წარმოების დასრულებამდე ჩამოაშორეს, კლუბმა პოზიცია არ შეცვალა.
დიდი ალბათობით, 27 წლის მეკარე, რომელიც გიოზტეპეში ბერძნული პაოკიდან იჯარის წესით თამაშობს, თურქულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საბოლოოდ დატოვებს.
სკანდალი ქართველი მეკარის გარშემო - რა მოხდა თურქეთში?