დონეცკის შახტარმა 2024 წლის ზაფხულში ირაკლი აზაროვის ტრანსფერის თაობაზე 3 კლუბის წინადადება დაბლოკა. ამის შესახებ ფეხბურთელმა Geo Team-თან ინტერვიუში თქვა.
"ზაფხულში არამარტო ნაპოლის, ბოლონიას და სელტიკის წინადადებებიც იყო, რომელიც შახტარმა დაბლოკა. მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ" - განაცხადა ირაკლიმ.
წყაროს ცნობით, სელტიკს უკრაინულმა კლუბმა 7.5-მილიონიან, ხოლო იტალიურ კლუბებს 10-მილიონიან წინადადებაზე უთხრა უარი.
დონეცკის შახტარმა ირაკლი აზაროვი ცრვენა ზვეზდასგან 2023 წლის ზაფხულში 3 მილიონ ევროდ შეიძინა.
ქართველი მარცხენა მცველი ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის ბოლო 2 მატჩში, ბრესტთან და დორტმუნდთან სასტარტო შემადგენლობაში იყო. ბრესტთან მან პენალტი მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა.