ბუნდესლიგის პლეი-ოფის ფინალში ვოლფსბურგი პადერბორნთან დამარცხდა.
მეორე ლიგის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო (0:0, 2:1) და 2019/20 სეზონის შემდეგ პირველად შეძლო ბუნდესლიგაში ამოსვლა.
რაც შეეხება ვოლფსბურგს, გუნდს გერმანიის უმაღლეს ლიგაში ზედიზედ 29 სეზონი ჰქონდა გატარებული და 2009 წელს ჩემპიონიც გახდა, თუმცა ეს სერია ახლა გაწყდა და ახალ სეზონს „მგლები" მეორე ბუნდესლიგაში დაიწყებენ.
ამრიგად, ცნობილი გახდა ბუნდესლიგის სამივე ახალწვეულის ვინაობა, ესენი არიან: შალკე, ელფესბერგი და პადერბორნი. ცნობისთვის, ელფესბერგისთვის ეს ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონი იქნება.
ხოლო სამი კლუბი, რომელიც 2025/26 სეზონის შედეგად ბუნდესლიგას დაემშვიდობა, არის: ჰაიდენჰაიმი, სანქტ პაული და ვოლფსბურგი.