მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუმ ალ შაბაბთან მატჩში მორიგი გოლი გაიტანა და სრულ ბალანსს მიაღწია - ახლა მას ერთნაირი რაოდენობის გოლები აქვს 30 წლამდე და 30 წლის შემდგომ.
463 გოლი 30 წლის შემდეგ არის მეტი, ვიდრე უეინ რუნიმ თავის მთელ კარიერაში გაიტანა (366). შეგახსენებთ, რომ ინგლისელი კრიშტიანუზე ახალგაზრდაა, მაგრამ კარიერა უკვე დიდი ხნის წინ დაასრულა.
ბრაზილიელ რონალდოს მთელ კარიერაში 414 გოლი აქვს, ტიერი ანრის - 411, ანდრეი შევჩენკოს 391, ალან შირერს 382, დიდიე დროგბას კი - 370.
„ზოგი ფეხბურთელი 32-34 წელს რომ აღწევს, მთვრდება. მე არა", - თქვა რონალდუმ 33 წლის ასაკში, როცა იუვენტუსთან გააფორმა კონტრაქტი. ვერავინ იტყვის, მოიტყუაო.
40 წლის კრიშტიანუს 18 გოლი (და 3 ასისტი) აქვს საუდის არაბეთის ჩემპიონატის 23 მატჩში. ბომბარდირთა დავაში ის უსწრებს კარიმ ბენზემას და აივენ ტოუნის.
სხვათაშორის, ბენზემას კარიერაში 491 გოლი აქვს გატანილი, რაც რონალდუს ახალ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს - გადაუსწროს ფრანგის კარიერულ მაჩვენებელს მხოლოდ 30 წლის შემდგომ გატანილი გოლებით.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები