იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
5 ბრწყინვალე გამარჯვება და ფინალი! ლოლაძე ზაგრებში ოქროსთვის იჭიდავებს
სხვა სპორტისხვა სპორტი

5 ბრწყინვალე გამარჯვება და ფინალი! ლოლაძე ზაგრებში ოქროსთვის იჭიდავებს

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ლოლაძემ ტატამიზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალის საგზური მოიპოვა, რისთვისაც მას ჯამში ხუთი მეტოქის დამარცხება დასჭირდა.


ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირი ლატვიელი ანტონიო დე ანჯელისის იპონით დამარცხებით დაიწყო, რასაც ბრაზილიელი ჯეფერსონ სანტოს ჟუნიორისა და ისრაელის წარმომადგენელ იონათან ელბაზის ერთნაირი შედეგით ჩამოშორება მოჰყვა. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ლოლაძემ კანადელ ჯასტინ ლემირს აჯობა და ისიც იპონით დაამარცხა.


ნახევარფინალში გიორგის მეტოქე კოსოვოელი აკილ ჯაკოვა იყო, რომელსაც ქართველმა ასევე სუფთა გამარჯვებით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის ირლანდიელ ჯოშუა გრინს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, ამავე წონაში წარუმატებელი აღმოჩნდა გიორგი ტერაშვილის გამოსვლა, რომელიც პირველივე წრეში სლოვაკ ტომაშ ტემრაკუსთან დამარცხდა.


უმედლოდ დაასრულეს ასპარეზობა 81 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზაურ დვალაშვილმა და გიორგი შერაზადიშვილმაც, ფინალურ ბლოკში გადასვლა ვერცერთმა შეძლო. რაც შეეხება ტურნირის დასკვნით დღეს, 15 ნოემბერს შეჯიბრში საქართველოს ნაკრების კიდევ სამი წევრი ჩაერთვება: ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ძიუდო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რინერი საფრანგეთის პრეზიდენტად? - ძიუდოს ლეგენდა პოლიტიკაში მიდის

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

რინერი საფრანგეთის პრეზიდენტად? - ძიუდოს ლეგენდა პოლიტიკაში მიდის
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

7 ქართველი ძიუდოისტი ზაგრების გრან პრიზე: ვინ იასპარეზებს ხორვატიაში

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

7 ქართველი ძიუდოისტი ზაგრების გრან პრიზე: ვინ იასპარეზებს ხორვატიაში
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

წილისყრის შედეგები ცნობილია - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

წილისყრის შედეგები ცნობილია - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

VIDEO: ზაგრებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა - ლოლაძემ ოქროს მედალი მოიპოვა!

•ქართული

ქართული

VIDEO: ზაგრებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა - ლოლაძემ ოქროს მედალი მოიპოვა!
•ქართული

ქართული

News image

09 ნოე, 2026

რინერი საფრანგეთის პრეზიდენტად? - ძიუდოს ლეგენდა პოლიტიკაში მიდის

News image

10 ნოე, 2026

7 ქართველი ძიუდოისტი ზაგრების გრან პრიზე: ვინ იასპარეზებს ხორვატიაში

News image

13 ნოე, 2026

წილისყრის შედეგები ცნობილია - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები

News image

1 სთ წინ

VIDEO: ზაგრებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა - ლოლაძემ ოქროს მედალი მოიპოვა!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება