ხორვატიის დედაქალაქში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, ზაგრების გრან პრი მიმდინარეობს. 14 და 15 ნოემბერს ტატამიზე მედლებისთვის 7 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს. წილისყრის შედეგად ჩვენი ბიჭების პირველი მეტოქეების ვინაობა უკვე გაირკვა:
-73 კგ: გიორგი ლოლაძის მეტოქე ლატვიელი ანტონი დე ანგელისი იქნება, ხოლო გიორგი ტერაშვილი სლოვაკ ტომაშ დემჩაკს შეხვდება.
-81 კგ: ამ წონაში ორ ქართველს ვიხილავთ - გიორგი შერაზადიშვილი პუერტორიკოელ ადრიან განდიას დაუპირისპირდება, ზაურ დვალაშვილი კი სერბ ალეკსა ბუბალოს.
-90 კგ: ლუკა ჯავახიშვილი რუმინელ ვლად ვისანს შეეჭიდება.
-100 კგ: თორნიკე ფოლადიშვილი ჩრდილომაკედონიელ ნიკოლა პავლოვსკის გამოცდის.
+100 კგ: მძიმე წონაში საბა ინანეიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და ავსტრიელ მოვლი ბორჩაშვილსა და სლოვაკ მარიუს ფიზელს შორის გამარჯვებულს დაელოდება.
შე გასულ წელს ამავე ტურნირზე საქართველო 9 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი. მაშინ ტურნირიდან ჩვენმა ნაკრებმა 2 მედალი წამოიღო, ლუკა მაისურაძე ფინალში გავიდა და ვერცხლს დასჯერდა, საბა ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს წარმატება წლევანდელ გათამაშებაში!