იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რინერი საფრანგეთის პრეზიდენტად? - ძიუდოს ლეგენდა პოლიტიკაში მიდის
სხვა სპორტისხვა სპორტი

რინერი საფრანგეთის პრეზიდენტად? - ძიუდოს ლეგენდა პოლიტიკაში მიდის

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ განაცხადა.


დანებება გამოსავალი არ არის. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, დადგა დრო, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ. 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ.


საფრანგეთს არ სჭირდება პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დაზეპირებულ ტექსტებს იმეორებს


პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს მშობლებზე, რომლებსაც სუპერმარკეტში პროდუქტების შეძენისას ფასების გამო ქამრების შემოჭერა უწევთ, ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებზე, დასაქმებულებზე, რომლებსაც „სხვების ხარჯების დაფარვა აღარ შეუძლიათ“, და ახალგაზრდებზე, რომელთა მომავალიც შესაძლოა დაინგრეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვთ „საჭირო კავშირები, შესაბამისი გვარი ან კანის სწორი ფერი“.


რინერი მიიჩნევს, რომ საფრანგეთს მეტი ჯანსაღი აზრი, სიმტკიცე და სამართლიანობა სჭირდება.


ტედი რინერის საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი მიმართულებები


რასიზმთან ბრძოლა: „რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ყველას საქმე უნდა იყოს და არა რომელიმე ერთი პარტიის“.


პოლიტიკური პოზიცია: „არც მემარჯვენე ვარ და არც მემარცხენე. მე ფრანგ ხალხს მივმართავ“.


საპენსიო რეფორმა: არსებული განაწილებითი საპენსიო სისტემის შენარჩუნება, კაპიტალდაგროვებითი კომპონენტის შესაძლო დამატებით.


საარჩევნო სლოგანი: „საფრანგეთი, რომელიც გვინდა“ (La France que nous voulons) - ეს მისი კამპანიის სლოგანი და ვებგვერდის სახელწოდებაა.


ეკონომიკური პოლიტიკა: მოქალაქეების ხელზე ასაღები ანაზღაურების გაზრდა და სახელფასო გადასახადების შემცირება.


უსაფრთხოება: „ჩვენ ქუჩები კრიმინალებს დავუთმეთ, სახელმწიფოს ავტორიტეტი კი გაქრა“.


სოციალური სამართლიანობა: „განა სიგიჟეა იმ სისტემის ფარისევლობის უარყოფა, სადაც ადამიანები, რომლებიც დილით ადრე დგებიან, ბევრს მუშაობენ და წესებს იცავენ, ვეღარ იტანენ იმას, რომ მუდმივად სხვების ხარჯების დაფარვა უწევთ?“


დონალდ ტრამპთან ურთიერთობა: „ვნახავთ, ვის უფრო ძლიერი ხელის ჩამორთმევა შეუძლია“.


მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობა: „თუ პროტესტის გამოხატვა გსურთ, პრობლემა არ არის. მაგრამ ვისაც სწავლა სურს, უნდა შეეძლოს სწავლა“.


ქვეყნის გაერთიანება: „არჩევნებში იმიტომ ვმონაწილეობ, რომ ვაჩვენო, საფრანგეთის მდგომარეობის გამოსწორება შეგვიძლია. მინდა ვიყო პრეზიდენტი, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს“.


2028 წლის ოლიმპიური თამაშები: რინერის განცხადებით, თუ პრეზიდენტად აირჩევენ და „ფრანგი ხალხი ამის უფლებას მისცემს“, ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებშიც იასპარეზებს.


საპრეზიდენტო ამბიციები: რინერის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე ფიქრი პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიწყო.


კრიტიკისთვის მზადყოფნა: „დარტყმების მიღება, იცით, ჩემი საქმეა“.


რინერის განცხადება მნიშვნელოვანი და მოულოდნელი მოვლენაა სპორტსმენისთვის, რომელიც თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში მძიმე წონაში ძიუდოს სამყაროში დომინირებს.


მსოფლიოს 11-გზის ინდივიდუალური ჩემპიონობითა და 5 ოლიმპიური ოქროს მედლით, მათ შორის 3 ინდივიდუალური და 2 შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში მოპოვებული ტიტულით, ფრანგმა ძიუდოისტმა შთამბეჭდავი კარიერა შექმნა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ძიუდო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ქართული ფინალი 23-წლამდელთა პირველობაზე - ჯავახიშვილი ევროპის ჩემპიონია!

•ქართული

ქართული

ქართული ფინალი 23-წლამდელთა პირველობაზე - ჯავახიშვილი ევროპის ჩემპიონია!
•ქართული

ქართული

ტრიუმფი მძიმე წონაში - ქართველი ძიუდოისტების ოქრო და ბრინჯაოები!

•ქართული

ქართული

ტრიუმფი მძიმე წონაში - ქართველი ძიუდოისტების ოქრო და ბრინჯაოები!
•ქართული

ქართული

5 მედალი და ვიცე-ჩემპიონობა - ძიუდოისტთა ნაკრების წარმატებული ევროპის ჩემპიონატი

•ქართული

ქართული

5 მედალი და ვიცე-ჩემპიონობა - ძიუდოისტთა ნაკრების წარმატებული ევროპის ჩემპიონატი
•ქართული

ქართული

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი - ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

•ქართული

ქართული

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი - ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
•ქართული

ქართული

News image

01 ნოე, 2026

ქართული ფინალი 23-წლამდელთა პირველობაზე - ჯავახიშვილი ევროპის ჩემპიონია!

News image

01 ნოე, 2026

ტრიუმფი მძიმე წონაში - ქართველი ძიუდოისტების ოქრო და ბრინჯაოები!

News image

02 ნოე, 2026

5 მედალი და ვიცე-ჩემპიონობა - ძიუდოისტთა ნაკრების წარმატებული ევროპის ჩემპიონატი

News image

05 ნოე, 2026

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი - ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება