აბუ დაბის გრანდ სლემის დასკვნითი დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა.
მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ) ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს.
ტურნირის ჩემპიონი გახდა ირაკლი დემეტრაშვილი, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებელი ჭიდაობა აჩვენა, ხოლო გადამწყვეტ ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკოურს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
საპრიზო სამეულში მოხვდა საბა ინანეიშვილიც. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ფინელი მარტინ პაუმალაინენი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა. დემეტრაშვილისა და ინანეიშვილის წარმატებამდე, ტურნირზე ბრინჯაოს მედალი დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) მოიპოვა.