ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
5 მტკიცებულება, რომ ჯონ ჯონსი ნამდვილად უდიდესია
UFCUFC

5 მტკიცებულება, რომ ჯონ ჯონსი ნამდვილად უდიდესია

22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჯონ ჯონსი საუკეთესო მებრძოლია, ვინც ოდესმე გამოსულა UFC-ის ოქტაგონზე. მან წარუშლელი კვალი დატოვა ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში, შემდეგ აიღო სამწლიანი პაუზა და მძიმე წონაში დაბრუნდა წარმატებით. ახლა კი, 37 წლის ასაკში, ტოვებს ოქტაგონს და მასთან ერთად, მძიმე წონის საჩემპიონო ქამარსაც. 


დღეს, ამერიკელმა ოფიციალურად განაცხადა ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდების შესახებ. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ხუთ მიზეზს, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯონსი ნამდვილად ყველაზე დიდია, ვისაც ამ სპორტში ხელი გაუქნევია. 


ჯონ ჯონსი – UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია


2011 წელს, 23 წლის ასაკში, ჯონ ჯონსი გახდა UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, როცა ლეგენდარული მაურისიო „შოგუნ“ რუა დაამარცხა. ეს რეკორდი დღემდე არავის მოუხსნია. ის ბრძოლა იქცა იმ მომენტის სიმბოლოდ, როცა MMA-ში ახალი თაობა მოვიდა.


იმ ბრძოლაში რუას რაშად ევანსი უნდა შეხვედროდა, მაგრამ მან მუხლი დაიზიანა ვარჯიშზე. UFC-მ შემთავაზა ბრძოლა ქუინტონ ჯექსონს, რომელმაც ოთხ კვირაში მომზადება და ოქტაგონზე გასვლა არ მოისურვა. ჯონსი მხოლოდ მესამე კანდიდატი იყო, მაგრამ შანსს ჩაეჭიდა და რუა დამაჯერებლად დაამარცხა - მესამე რაუნდში მძლავრი კომბინაციით – სხეულში დარტყმით და მუხლის დამატებით დაასრულა ბრძოლა.


ამ ნოკაუტით ჯონსმა MMA-ს ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. რუა Pride-ის ვარსკვლავი იყო, იაპონიაში დაამარცხა ისეთი მებრძოლები, როგორებიც არიან: კევინ რენდლმანი, ქუინტონ ჯექსონი, ანტონიო ნოგეირა, ალისტერ ოვერიმი და რიკარდო არონა. რუამ UFC-ის ტიტული ლიოთო მაჩიდას წაართვა, რომელიც იმ დროისთვის დაუმარცხებელი იყო. მაგრამ გამოჩნდა ჯონსი – ბიჭი, რომელიც ლეგენდებს ანადგურებდა. და ეს იმ დროს, როცა ხუთი წლის წინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო.


მაურისიო რუაზე გამარჯვებით დაიწყო ჯონსის ისტორიული დომინაცია ნახევრადმძიმე წონაში. წლების შემდეგ მან აღიარა, რომ ამ ნოკაუტმა ის ძალიან შეცვალა: „მე რუას ფანი ვიყავი, ბევრი მისი ბრძოლა მქონდა ნანახი Pride-ში, როცა კარიერას ვიწყებდი. ვხედავდი, როგორ ანადგურებდა მოწინააღმდეგეებს. მის დამარცხებამ დამანახა, რომ ყველაფერი შემეძლო. იმ ღამეს ჩემში რაღაც შეიცვალა.“


ჯონსს საოცარი საბრძოლო ინტელექტი აქვს – ის ბრძოლაში ანალიზს აკეთებს და ვითარებას მომენტის შესაბამისად ცვლის



ბრძოლა ლიოთო მაჩიდასთან – ჯონსის ტიტულის მეორე დაცვა. იმდროისთვის მას უკვე უწოდებდნენ დივიზიონის მომავალ მეფეს, მაგრამ მაჩიდა მის პირველ სერიოზულ გამოცდად მიიჩნეოდა. როცა მსაჯებმა პირველი რაუნდი მაჩიდას მისცეს, კომენტატორმა ჯო როგანმა დაიძახა: „ოჰ, მან ამოხსნა თავსატეხი!“


პირველი რაუნდი ისე წარიმართა, რომ როგანმა დაამატა: „მოგესალმებით მაჩიდას ეპოქაში.“ გამოცდილმა კარატისტმა ჯონსი დაჩაგრა, რომელიც შესვენებაზე დაბნეული ჩანდა. მაგრამ მწვრთნელებმა უთხრეს: მაჩიდა შეგნებულად არღვევდა რიტმს და პირველი ურტყამდა შეტევების დაწყებისას. ურჩიეს გამოეტყუებინა და გამოეწვია მოწინააღმდეგე, რომ თავად შეესრულებინა პირველი დარტყმა.


შედეგად, ჯონსმა ორჯერ დაასწრო მაჩიდას და ჯერ მტკივნეულად დაარტყა, შემდეგ კი სულაც დაახრჩო გილიოტინით – მაჩიდამ თითქმის გონება დაკარგა, ჯონსმა კი ოქტაგონის შუაში ბრუტალურად მიაგდო მისი სხეული.


ეს ბრძოლა ნათლად აჩვენებს, რამდენად ფენომენალური ინტელექტი აქვს ჯონსს – ის იცვლება რაუნდებს შორის, აფასებს სიტუაციას და იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა კუთხის რჩევა.


„მაჩიდა ცდილობდა ჯონის დარტყმები რიტმებს შორის ჩაეჭრა. ამას ვეძახი მძიმე წონის სტილს – ნოტებს შორის ჩასმულ ნოტებს, როცა მოწინააღმდეგე რაღაცას აპირებს, შენ კი ამ დროს აჩერებ. ეს საოცარი ტაქტიკა იყო,“ – იხსენებდა მისი მწვრთნელი გრეგ ჯეკსონი.


ჯონსს არ ჰყავს მეგობრები სპორტში – ის მზადაა იბრძოლოს თანაგუნდელებთანაც



ბრძოლა ჯონსსა და რაშად ევანსს შორის – ისტორია მეგობრებზე, რომლებიც მტრებად იქცნენ. ჯონსმა ევანსი 2009 წელს გაიცნო, როცა UFC-ში მესამე გამარჯვების შემდეგ უფრო მაღალი დონის მწვრთნელებს დაუკავშირდა. ის შეუერთდა გრეგ ჯეკსონის ბანაკს, სადაც ვარჯიშობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ჟორჟ სენ-პიერი, კარლოს კონდიტი და რაშად ევანსი.


ჯონსი და ევანსი დამეგობრდნენ, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მტრებად იქცნენ. როცა ევანსმა მუხლი დაიზიანა და რუასთან ვერ გამოვიდა სატიტულო ბრძოლაზე, ჯონსმა მის ნაცვლად იბრძოლა. ბრძოლის წინ მან განაცხადა, რომ მზადაა ევანსსაც შეხვდეს – რაც მეგობარს ძალიან არ მოეწონა.


ჯონსმა ევანსს წაართვა შანსი, რომ ტიტულისთვის ებრძოლა და ქამართან ერთად, დიდებაც დაისაკუთრა. ერთ წელიწადში ევანსი გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა ოქტაგონზე, დაამარცხა ჯერ ტიტო ორტისი, შემდეგ ფილ დევისი, რითაც ჯონსთან ბრძოლა დაიმსახურა. თუმცა ვერ გაუმკლავდა – ხუთივე რაუნდში ჯონსი დომინირებდა.



ჯონსის ბრენდად იქცა სიბრალულის გარეშე ბრძოლა – მან დაამარცხა ადამიანი, რომელსაც წარსულში უფროს ძმად აღიქვამდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ შემდგომში, ჯონსმა აღიარა, რომ მეგობრის ცემა ძალიან გაუჭირდა (მოგვიანებით ის და ევანსი შერიგდნენ).


„რაშადთან ბრძოლაში, ჩემში ჯერ კიდევ იყო ის ნაწილი, რომელიც მას სპარინგ-პარტნიორად აღიქვამდა. ჩემი იდაყვის დარტყმებმა აშკარად ავნეს, მაგრამ მკვლელის ინსტინქტი ვერ ჩავრთე. ძალიან კონცენტრირებული ვიყავი გამარჯვებაზე. არ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იყო, მაგრამ რაღაც არ მაძლევდა უფლებას ბოლომდე გამენადგურებინა. სწორედ ამიტომ არ დავასრულე ის ბრძოლა ნოკაუტით.“


ჯონსი – ფსიქოლოგიური ტიტანია. მზადაა ხელი მოიტეხოს, ოღონდ არ დანებდეს



მეოთხე ტიტულის დაცვაში, ვიტორ ბელფორტთან, ჯონსმა აჩვენა, რამდენად მტკიცე ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფავორიტი იყო, თითქმის წაგების პირას აღმოჩნდა.


ჯონსი უკეთესად გამოიყურებოდა როგორც დგომში, ისე პარტერში, მაგრამ პირველ რაუნდში ბელფორტმა მკლავზე არმბარი მოარტყა. ბევრი მებრძოლი დანებდებოდა, მაგრამ ჯონსმა იგი ჰაერში ასწია და იატაკზე დაანარცხა, რათა შედარებით მაინც გათავისუფლებულიყო.


30 წამიანი ბრძოლის შემდეგ ჯონსი გათავისუფლდა, თუმცა მკლავი საშინლად დაუზიანდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მეოთხე რაუნდში ბელფორტი დაზიანებული ხელით მოახრჩო.


„ვიტორმა მკლავი ძალიან დამიზიანა – მსგავსი რამ არასდროს მიგრძვნია. ის ძალიან ახლოს იყო ჩემთვის ხელის მოტეხვასთან, თუმცა მაინც არ დავნებდებოდი. ზედმეტად დიდი შრომა ჩავდე ამ ბრძოლაში. პარტერში ჯერ კიდევ ვურტყამდი დაზიანებული ხელით, მაგრამ ვიგრძენი, რომ დარტყმას ძალა აღარ ჰქონდა. ახლა უნდა გავარკვიო, რა დაემართა,“ – თქვა ჯონსმა გამარჯვების შემდეგ.


ჯონსი არ გრძნობს ტკივილს ოქტაგონში და ყველაფერზეა მზად გამარჯვებისთვის


2013 წლის აპრილში ჯონსმა დაამარცხა ჩეილ სონენი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით – ეს იყო მეხუთე ტიტულის დაცვა. ეს ბრძოლა გამორჩეული იყო იმით, რომ ჯონსი და სონენი მწვრთნელებად მონაწილეობდნენ The Ultimate Fighter-ის სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ ჯონსმა ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგე, კამერებმა მალევე დააფიქსირეს მძიმე ტრავმა – ფეხის დიდი თითის მოტეხილობა, იმდენად, რომ ძვალიც კი უჩანდა.


პირველად ეს კომენტატორმა ჯო როგანმა შენიშნა ინტერვიუს დროს. ჯონსი შეშინდა, როცა დაინახა საკუთარი თითი და ინტერვიუს დასასრულებლად სკამი დაიხმარა. 



შემდეგ ჩემპიონი საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც მან უკან ჩასმული თითის სურათი გამოაქვეყნა. მას შემდეგ, ჯონსი ყოველი ბრძოლის წინ იხვევს თითს რეციდივის გამოსარიცხად.


საინტერესოა, რომ სონენთან ბრძოლაში ეს ტრავმა შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო – ექიმებს შეეძლოთ ბრძოლის შეწყვეტა, რომ არა ნაადრევი დასრულება პირველ რაუნდში. აღსანიშნავია, რომ ჯონსმა ვერც კი იგრძნო, რომ თითი ჰქონდა მოტეხილი.


დიახ, მებრძოლები ხშირად იბრძვიან ადრენალინის ფონზე, მაგრამ ჯონსი განსაკუთრებით ძლიერი ფსიქიკით გამოირჩევა. მას ჩემპიონური მენტალიტეტი აქვს – არ დანებდა არც ბელფორტის არმბარზე და არც სონენთან მიღებულ მოტეხილობაზე, რასაც ალბათ ბევრი კი არა, უმეტესობა გააკეთებდა.


„როცა ბრძოლა დასრულდა, სისხლი დავინახე. დავაკვირდი და მივხვდი, რომ ჩემი დიდი თითი თითქმის შიგნიდან იყო შემოტრიალებული. მაგრამ ეს ნორმალურია – მოტეხილი თითი ვერ შემაჩერებს. ავხტი და რაღაც ხმა გავიგონე. ვიფიქრე, რომ იატაკზე მომიხვდა ფეხი – გრეგ ჯეკსონის დარბაზში ერთი პატარა ორმოა, სადაც ფეხის დიდი თითით ადრე უკვე ჩავმხტარვარ. მაშინ ვთქვი: "მწვრთნელო, ამას რამე უნდა მოვუხერხოთ, საშიშია." ვიფიქრე, რომ ახლაც იგივე მოხდა.


ვფიქრობ, ჩემი მწვრთნელები ტკივილზე დიდხანს დარდის საშუალებას არ მომცემდნენ - უკან ჩამისვამდნენ და ისევ გამაგზავნიდნენ ბრძოლის გასაგრძელებლად. ასეთი სპორტია. ვცდილობ მეომრის ცხოვრებით ვიცხოვრო, მაგრამ ვერასდროს გავიგებ, რამდენად ძლიერია ჩემი სული, თუ არ გადავწვდი ყველაზე გიჟურ გამოწვევებს."

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

UFC

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

მსგავსი სიახლეები

"დროა, დივიზიონი გავაცოცხლოთ", - ასპინალი ქამრის მიღებას გამოეხმაურა

•UFC

UFC

"დროა, დივიზიონი გავაცოცხლოთ", - ასპინალი ქამრის მიღებას გამოეხმაურა
•UFC

UFC

"ეს მოგონებები სამუდამოდ ჩემთან დარჩება", - ჯონ ჯონსის განცხადება

•UFC

UFC

"ეს მოგონებები სამუდამოდ ჩემთან დარჩება", - ჯონ ჯონსის განცხადება
•UFC

UFC

ჯონსის წასვლის შემდეგ, აშშ-ს UFC-ში მოქმედი ჩემპიონი აღარ ჰყავს

•UFC

UFC

ჯონსის წასვლის შემდეგ, აშშ-ს UFC-ში მოქმედი ჩემპიონი აღარ ჰყავს
•UFC

UFC

დანა უაითი: "ვწუხვარ, რომ ასპინალმა ამდენი დრო და ფული დაკარგა"

•UFC

UFC

დანა უაითი: "ვწუხვარ, რომ ასპინალმა ამდენი დრო და ფული დაკარგა"
•UFC

UFC

News image

19 სთ წინ

"დროა, დივიზიონი გავაცოცხლოთ", - ასპინალი ქამრის მიღებას გამოეხმაურა

News image

22 ივნ, 2025

"ეს მოგონებები სამუდამოდ ჩემთან დარჩება", - ჯონ ჯონსის განცხადება

News image

22 ივნ, 2025

ჯონსის წასვლის შემდეგ, აშშ-ს UFC-ში მოქმედი ჩემპიონი აღარ ჰყავს

News image

19 სთ წინ

დანა უაითი: "ვწუხვარ, რომ ასპინალმა ამდენი დრო და ფული დაკარგა"