ტომ ასპინალი ჯონ ჯონსის კარიერის დასრულებას და მძიმე წონის დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მიღებას გამოეხმაურა.
ბრიტანელი მებრძოლი დროებითი ჩემპიონის ქამარს 2023 წლის ნოემბრიდან ფლობდა, თუმცა ერთპიროვნული ჩემპიონობისთვის ჯონსთან ვერა და ვერ იჩხუბა. საბოლოოდ, ქამარი მას ჯონ ჯონსის კარიერის დასრულების შედეგად გადაეცა.
„მოვიდა დრო მძიმე წონის დივიზიონი გავაცოცხლოთ და აქტიური ჩემპიონი გვყავდეს." - წერს სოციალურ ქსელში ტომ ასპინალი.
გუშინ ღამე დანა უაითმა ჯონ ჯონსის კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავად სპორტსმენმაც დაადასტურა.