დანა უაითმა ტომ ასპინალს დაკარგული დროისთვის მოუბოდიშა.
ინგლისელი მებრძოლი მძიმე წონის დივიზიონის ჩემპიონი 2023 წლის ნოემბრის შემდეგ იყო. UFC მისი და ჩემპიონი ჯონ ჯონსის ბრძოლის მოწყობას ყველანაირად ცდილობდა, თუმცა ამერიკელი ასპინალთან ჩხუბს არ დათანხმდა და საბოლოოდ, ჩემპიონობა მეტოქეს კარიერის დასრულებით გადაულოცა.
„ვწუხვარ, რომ ასპინალმა ამდენი დრო და ფული დაკარგა. ჩვენ მას ვალს აუცილებლად დავუბრუნებთ.
ის მზად იყო, ჯონსთან ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ეჩხუბა. ახლა ის მძიმე წონის დივიზიონის შესანიშნავი ჩემპიონი იქნება. მოხარული ვარ მასთან მუშაობით." - აღნიშნა ორგანიზაციის პრეზიდენტმა.
"დროა, დივიზიონი გავაცოცხლოთ", - ასპინალი ქამრის მიღებას გამოეხმაურა