ჯონ ჯონსმა სოციალურ ქსელში კარიერის დასრულება ვრცელი შეტყობინებით განაცხადა.
ლეგენდარული UFC-ის მებრძოლი წერს:
„დღეს ოფიციალურად ვაცხადებ კარიერის დასრულების შემდეგ.
ეს გადაწყვეტილება დიდი ფიქრისა და გადახედვის შემდეგ მივიღე. მინდა, გულწრფელი მდალიერება გამოვხატო იმ დაუვიწყარი მოგზაურობისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში გადამხდა.
მას შემდეგ, რაც ოქტაგონში პირველად შევაბიჯე, ჩემი მიზანი იყო მესწავლა საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი და ამ სპორტში საზღვრები გადამელახა. UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გავხდი, ვიცავდი ტიტულს მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ და განვიცადე დაუვიწყარი მომენტები გულშემატკივრებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ეს მოგონებები სამუდამოდ ჩემთან დარჩება.
მქონია დაუჯერებელი მწვერვალები და რთული ჩავარდნები, მაგრამ ყოველი ბრძოლა, თითოეული გამოცდილება მასწავლიდა რაღაც მნიშვნელოვანს და მაძლევდა ძალას, როგორც მებრძოლს, ისევე ადამიანს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი UFC-ს, დანა უაიტს, ჰანტერ კემპბელს, ლორენცო ფერტიტას, ღმერთს, ჩემს ოჯახს, მწვრთნელებს, გუნდელებს და თითოეულ გულშემატკივარს, ვინც გვერდში დამიდგა ჩემი კარიერის ყველა ეტაპზე.
თქვენი მხარდაჭერა იყო ჩემი მთავარი საყრდენი.ჩემს კოლეგა მებრძოლებს – მადლობა პატივისცემისთვის და იმ ბრძოლისთვის, რაც საუკეთესოს გამოვლინებას ითხოვდა ჩემგან.ახლა, როცა ერთ თავს ვხურავ, მოუთმენლად ველი ახალ შესაძლებლობებს და გამოწვევებს. MMA სამუდამოდ დარჩება ჩემი ცხოვრების ნაწილად და მახარებს აზრი, რომ შემიძლია სპორტს სხვა კუთხითაც შევმატო მნიშვნელობა და შთაგონება მივცე სხვებს.მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით ამ დაუვიწყარ გზაზე. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.
ამ მომენტში მთლიანად ემოციებით ვარ სავსე... უზომოდ მიყვარხართ, მადლობა თქვენ.
„გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან მედიასაც შეუძლია შეცდეს, როცა ყველა ფაქტს არ ფლობს. ამიტომ ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში კითხულობთ.“
შეგახსენებთ, რომ ჯონსის წასვლის შემდეგ, მძიმე წონის დივიზიონის ჩემპიონი ოფიციალურად ტომ ასპინალი გახდა, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან დროებითი ჩემპიონის სტატუსს ატარებდა, ჯონსი კი მასთან ჩხუბს არ თანხმდებოდა.