მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ბორჯღალოსნების მოთამაშე აკაკი ტაბუცაძემ 3 ლელო დადო და ნაკრებში უკვე 50 ლელო დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ მან ეს 51 მატჩში მოახერხა.
ამ სტატისტიკით ის ყველა დროის მელელოვეთა სიაში მე-6 ადგილზე დაწინაურდა.
1. დაისუკე ოჰატა (იაპონია) - 69 ლელო
2. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) - 67 ლელო
3. დევიდე კამპესი (ავსტრალია) - 64 ლელო
4. შეინ უილიამსი (უელსი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 60 ლელო
5. ჰიროტოკი ონოზავა (იაპონია) - 55 ლელო
6. რორი ანდერვუდი (ინგლისი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები), აკაკი ტაბუცაძე (საქართველო) - 50 ლელო
8. დუგ ჰოულეტი (ახალი ზელანდია), ჯორჯ ნორთი (უელსი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 49 ლელო
10. ბრაიან ო'დრისკოლი (ირლანდია, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 47 ლელო
11. ჯულიან სავეა, კრისტიან ქალენი და ჯო როკოსოკო (ახალი ზელანდია) - 46 ლელო
საშუალოდ ერთ მატჩში დადებული ლელოთი ტაბუცაძე სიაში მე-2 ადგილზეა. ქართველის საშუალო მაჩვენებელი 0.98 არის, პირველ ადგილზე კი დაისუკე ოჰატაა 1.19 ლელოთი.
ზედიზედ მერვედ! ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები