ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრა გაიმართა.
გიორგი ცხოვრებაძის ზაგრებმა საკუთარ მოედანზე ფრანგული გრანდი პარი სენ-ჟერმენი მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 29:28 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხორვატიული კლუბის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ცხოვრებაძე ზაგრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მეტოქის კარში 7 გოლი გაიტანა.
მასპინძელთა რიგებში მასზე მეტი ბურთი მხოლოდ იგორ ბიალიაუსკმა (8) ჩაწერა თავის აქტივში.
ხუთი ჩატარებული ტურის შემდეგ ზაგრები 4 ქულით ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ხორვატიის ჩემპიონი 28 ოქტომბერს, აუტსაიდერ ცელიესთან გამართავს.