მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში ისრაელსა და იტალიას შორის დრამატული შეხვედრა გაიმართა.
ნეიტრალურ სტადიონზე გამართული მატჩის ნომინალური მასპინძელი ისრაელი იყო. შეხვედრა იტალიამ 5:4 მოიგო.
პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, ლოკატელის ავტოგოლს მოიზე კინმა თავისი გოლით უპასუხა.
შესვენების შემდეგ პერეცმა ისრაელი წინ გაიყვანა, თუმცა კინის და პოლიტანოს გოლების წყალობით გატუზოს გუნდმა წინ გასვლა 59-ე წუთისთვისვე მოახერხა.
81-ე წუთზე რასპადორიმ მეოთხე გოლი შეაგდო და თითქოს მდგომაროება დაამშვიდა, თუმცა 87-ზე ბასტონიმ იტალიის კიდევ ერთი ავტოგოლი გაიტანა, 89-ზე კი პერეცმა დუბლი მიითვალა და თითქოს, იტალიას უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ამოაცალა ჯიბიდან.
თუმცა 90+1 წუთზე სანდრო ტონალიმ მოახერხა იტალიელთა მეხუთე გოლის გატანა და გატუზოს გუნდს დრამატული გამარჯვება მოუტანა.
იტალიის ნაკრებისთვის ამ გამარჯვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა - 4 ტურის შემდეგ გუნდმა 9 ქულა დააგროვა და ჯგუფის მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერი ნორვეგიაა 12 ქულით, ისრაელი კი მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა 9 ქულით, თუმცა მათ ნაკრებს, ესტონეთის მსგავსად, ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
შემდეგ ტურში იტალია სტუმრად ესტონეთს დაუპირისპირდება, ლიდერი ნორვეგია კი ჯგუფის აუთსაიდერ მოლდოვას მიიღებს, რომელსაც 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ ქულაც არ აქვს მოპოვებული.