VIDEO: გატუზოს ბრწყინვალე დებიუტი - იტალიამ ესტონეთი გაანადგურა
05 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში იტალიის ნაკრებმა ბერგამოში ესტონეთი მიიღო.
სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი ჰქონდა ჯენარო გატუზოს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში იტალიელებმა ესტონელებს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს და თამაში გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს.
58-ე წუთზე ანგარიში მოიზე კინმა გახსნა, 69-ე წუთზე მატეო რეტეგიმ გაზარდა სხვაობა ორამდე, აქედან ორ წუთში კი ჯაკომო რასპადორიმ გამოიჩინა თავი.
89-ე წუთზე რეტეგიმ დუბლი შეასრულა, კომპენსირებულ დროში კი მატჩს წერტილი ალესანდრო ბასტონიმ დაუსვა და საბოლოო ანგარიში (5-0) დააფიქსირა.
იტალიის ნაკრებმა ამ მოგებით 3 მატჩის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს. ნორვეგიას 4-დან 4 მოგება და 12 ქულა აქვს, მეორე ადგილზე კი 4 მატჩში 9 ქულით ისრაელია.
გატუზოს გუნდი მორიგ შეხვედრას 8 სექტემბერს ისრაელის წინააღდეგ გამართავს.