19-დან 22 ნოემბრის ჩათვლით, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი ძიუდოში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
პრესტიჟულ ტურნირზე, სადაც 600-მდე სპორტსმენია მოლოდინში, საქართველოს ნაკრები 16 ძიუდოისტით წარდგება, ტატამიზე 9 ვაჟი და 7 გოგონა გავა. აღსანიშნავია, რომ 22 ნოემბერს გუნდური შერეული ტურნირიც გაიმართება.
ვაჟთა ნაკრებს სამ წონით კატეგორიაში (66, 90 და 100 კგ) ორ-ორი წარმომადგენელი ეყოლება, თუმცა უმძიმეს წონაში (+100 კგ) ქართველი ძიუდოისტი არ იასპარეზებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ვაჟები
60 კგ — ლუკა ომანაძე
66 კგ — თორნიკე გიგაური, საბა საბაშვილი
73 კგ — გიგი გიუნაშვილი
81 კგ — გიორგი მუმლაძე
90 კგ — ირაკლი ქავთარაძე, ლუკა თევდორაძე
100 კგ — ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი
გოგონები
48 კგ — თამარ გიგოლაევი
52 კგ — ნინო თათრიშვილი
57 კგ — ნინო ხარაიშვილი
63 კგ — ნანა გულბიანი, მარიამ ნათელაური
70 კგ — ქეთი რობაქიძე 7
8 კგ — ბარბარე გელაშვილი