საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე ასპარეზობა კიდევ ერთი მედლით დაასრულა.
მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ყაზახი იერასილ კაჟიბაევი დამაჯერებლად, იპონით დაამარცხა.
ამავე წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს აზერბაიჯანელი კანან ნასიბოვი და გერმანელი ლესენი კონე დაუპირისპირდნენ - ოქროს მედალი აზერბაიჯანის წარმომადგენელს ერგო.
ტურნირის დასკვნით დღეს პოდიუმზე ასვლის კარგი შანსი ჰქონდა ლუკა ჯავახიშვილსაც (90 კგ). სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტისთვის ბრინჯაოსთვის ბრძოლა წარუმატებელი გამოდგა, იგი კანადელ კიგან იანგთან დამარცხდა და გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.