ტომას მიულერმა MLS-თან ინტერვიუში ლიონელ მესიზე ისაუბრა.
„მესი ამ თამაშის ისტორიაში საუკეთესოა. ყოველთვის გვქონდა ეს დისკუსია მასსა და კრიშტიანუს შორის - ორივე გიჟია, მაგრამ მესი ოდნავ უფრო ელეგანტურია.
პროფესიონალი ფეხბურთელობის პირველი ათი წლის განმავლობაში, ასეთ დებატებში კრიშტიანუს ავირჩევდი, მაგრამ მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ჩემი არჩევანიც შეიცვალა.
და რადგან ასაკში შევედი და უფრო რომანტიკული გავხდი, ახლა სტილსა და ესთეტიკას ვანიჭებ უპირატესობას, ვიდრე მხოლოდ შედეგს, შრომის ეთიკასა და ასე შემდეგ.“ - განაცხადა გერმანელმა.
გერმანელი ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნის დატოვების შემდეგ კარიერას ვანკუვერში აგრძელებს.